აკაკი ანდრიაშვილს
მუსიკის ცეცხლი გეცემა გულზე, უკრავ ბეთხოვენს შენ, ასე ქებულს. მე თითქოს ვხედავ და თითქოს ვუმზერ შენ სულს - ტანჯვისგან გასპეტაკებულს. კითხულობ ნიცშეს, სისხლით დაფერილს, თეთრი ფიქრებით დაფრინავ იქაც. შენ მიატოვე სხვა ყველაფერი და შენ მიყვები მუსიკის გრიგალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი