ძვირფას ქალს
გარშემო იდგა თბილი ჰაერი და იყო სივრცე, როგორც ზეწარი. იყო შეხვედრა სულ სხვანაირი, შეხვედრა, ჩუმი და უეცარი. მე არ ვფიქრობდი მაშინ წვიმაზე, ღმერთო, რა იყო ამის მიზეზი. კვლავ მიდიოდა ქალი ძვირფასი და შენ სახეზე ნელა მიმზერდი. და თითქოს ბედი მიჰქონდა თვალებს და მე სიმშვიდეს შენში ვეძებდი, ნელა წარმოსთქვი: მე დავიღალე! და შენ აღმართზე უცებ შეჩერდი. ჩემებრ გაფრენის სურვილს ანთებდა ეს ცა მაღალი და ასე მუქი. ვამჩნევდი, სახეს რომ მინათებდა შენი თვალების ცისფერი შუქი. დღე იყო თეთრი, დღე იყო თბილი და მოგაგონდა შენ ჩემი ლექსი. მე შენ დამტოვე ხელდაკრეფილი, მე შენ დამტოვე და გაიქეცი. გარშემო იდგა თბილი ჰაერი და იყო სივრცე, როგორც ზეწარი. იყო შეხვედრა სულ სხვანაირი, შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი