მოგზაურობა თბილისისაკენ
ცა მოსჩანს, როგორც შიშველი სარკე, მივალ, ვიგონებ გაფრენილ წამებს. ჩემი გზა მიდის სამარისაკენ და ნაპრალებთან წევს შავი ღამე. ვამჩნევ, ნათლდება მთის მწვერვალები და მოდის მთვარე, როგორც პრინცესა. მე ისევ შენთან მოვალ წვალებით და მანუგეშე, ძვირფასო, დღესაც. ვფიქრობ და მთებზე გამოჩნდა ნისლი, დადგა სიჩუმის უხმო წუთები. ეს მოგინება ელავს თბილისით, დღეს ვნახავ თბილისს და შევწუხდები. ასეთი დარდი არ მახსოვს დღემდე, ო, როგორ მორბის ლანდი სიკვდილის. მოვდივარ, ერთი საათის შემდეგ მე ისევ ვნახავ ჩემს მტნჯველ თბილისს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი