საახალწლო ელეგია
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს. მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს, მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს. მე იმდენად შევეჩვიე სევდას, ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა. მე იმდენად შევეჩიე ღამეს, ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს. მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი