მეგობარს


ახლა ღამეა და თოთქოს ცივა

და წინ იშლება უსაზღვრო არე.

ახლა ღამეა, ოთახში ვზივარ,

აივანს ისევ ანათებს მთვარე.



ჩუმი საფხულის მწვანე ფოთლები

მაღალ აივანს გარს ახვევია.

შენ თქვი: ძვირფასო, ასე როდემდის!

და საიდუმლო ფიქრი გექვია.



თეთრი დღეები მიჰქრიან თვალწინ,

ასე მგონია ვიღაც დამეძებს.

ჰა, შემოდგომა იწყება აწი

და ჩვენ ვსაუბრობთ ცისფერ ღამეზე.



ეს გრძნობა ისევ ებრძვის გონებას

და ძვირფას დღეებს დრომ დამაშორა.

მე ახლო ვხედავ ჩემს მოგინებას,

მე ახლო ვხედავ ძვირფას ლენორას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი