ფანტასტიური ღამე


უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია,

ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი

წითელ ოცნებას მდუმარებით ფანტავს აზია.

უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია.

ჩვენი სიტყვები ყველასათვის ფიანდაზია.

თავის ლექსებში იხედება კონნე სპერელლი.

უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია,

ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი.



მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი,

უტეხი ტევრი და სპეტაკი ნაიმორები,

სწორი მეტეხი, დამსხვრეული ოქროს არმაზი.

მქვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი.

პანის მორევში იღვენთება ცრემლით ალმასი.

ყვითელ სივრცეში ცეცხლით იწვის ღია ზმორები.



მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი,

უტეხი ტევრი და სპეტაკი ნაიმორები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი