ახლა ერთია გლოვა და ზარი
ახლა ერთია გლოვა და ზარი, ფიქრი მკრთალია. რომ გალაქტიონს მე გაუსწარი, ეს მართალია. და უწინ დედას სტიროდნენ დები, რეკდა საათი. ღმერთო! მომეცი მე პირობები გაფრენისათვის. და ფიქრი ცისკენ ქარს წაეყვანა, იმედი დარჩა. ღმერთო! რადა ვარ და ეს ქვეყანა საიდან გაჩნდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი