ძვირფასო, მხოლოდ მე დავრჩი წმინდა


ძვირფასო, მხოლოდ მე დავრჩი წმინდა

და სხვებმა გული ფულზე გაყიდა.

გუშინ მთელი დღე ვსდუმდი და წვიმდა,

ახლაც შრიალი ისმის ბაღიდან.

ეს თეთრი დღეა, ეს ფოთოლია,

ვგრძნობ, გაიარეს მზიან დარებმა.

შემდეგ ქარია, შემდეგ თოვლია,

შემდეგ დარდია და მწუხარება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი