ნელა მივდივარ გული მკვდარია


ნელა მივდივარ, გული მკვდარია
და სულში ისევ გამეფდა სევდა.
ნელა მივდივარ და მიხარია,
ვარსკვლავებიან ზეცას რომ ვხედავ.

იქ ალბათ ვიღაც ღონდება მწარედ,
უფრო შორს მიდის ეს დაფიქრება.
ალბათ ამაღამ ეს თეთრი მთვარე
გათენებამდე ცაზე იქნება.

დიდი ხანია ის ქალი მოკვდა,
ახლა გაისმის დედის გოდება.
მე რაღაც შავი მომიახლოვდა
და მთვარე ვარსკვლავს უახლოვდება.

ნელა მივდივარ, გული მკვდარია
და სულში ისევ გამეფდა სევდა.
ნელა მივდივარ და მიხარია,
ვარსკვლავებიან ზეცას რომ ვხედავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი