Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_vjjm7upsg6gcpl5l7f1606g4oq, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ცისფერი სინათლე - ტერენტი გრანელი | პოეზია

ცისფერი სინათლე


ალბათ შუაღამე იქნება,
სხვაგვარ დასკვნამდე მივედი.
შენსკენ გამაფრინეს ფიქრებმა
რაღაც შორეულ იმედით.

შენ მოდი ნისლიან წამიდან,
(ცაზე მოღლილი მთვარეა).
და ვამბობ: სიკვდილი არ მინდა!
– სიცოცხლე უფრო მწარეა.

ის გული ყორანმა წაიღო,
წამებას კიდევ ავიტან.
თითქო ყოველივე, რაც იყო
ყრუ სიშორეში წავიდა.

შემდეგ მწუხარება გამეფდა,
ჩუმად მოვიდა ზაფხული.
ვდგავარ საოცრების კარებთან,
როგორც სიზმარი წარსულის.

ახლაც უიმედო წამია,
წუხელ გაფრენა ვინატრე.
გულში – ნისლიანი ღამეა,
სულში – ცისფერი სინათლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი