მიდის წამება ჩემი
მიდის წამება ჩემი და უფრო გული მტკივა. ისევ მიწასთან ვრჩები, ისავ მიწაზე მივალ. გული ქარს უნდა მივცე, რა სიჩუმეა ირგვლივ. მსურს, გადავლახო სივრცე, მინდა, გავექცე სიკვდილს. შენ სამარეში წევხარ, გველივით მიდის ნისლი. და წამებიდან ეხლა მხოლოდ სიკვდილი მიხსნის. ქრიან დღეები ჩემი და უფრო გული მტკივა. ისევ მიწასთან ვრჩები, ისევ მიწასთან მივალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი