მთვარე დღის სამ საათზე
სევდა ელავდა ხმაში, სდუმდა ცისფერი მხარე. და ცაზე იყო მაშინ ორივე: მზე და მთვარე. ქარი შუადღეს ჩადგა, გაღმა რეკავდნენ ზარებს. და ღრუბელივით ჩანდა ცაზე მიმქრალი მთვარე. იქ ვიღაც ლექსებს წერდა, ქარი კიოდა გარეთ. ჩვენ დავინახეთ ერთად შორს დარჩენილი მთვარე. თითქოს ვაწყობდით სკანდალს, ვიღაც ფარავდა თვალებს. მაშინ შორიდან ჩანდა დღის მილეული მთვარე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი