მკრთალი სილუეტი
შავგრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი, თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება. ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება. მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება, ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები. ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება, ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები. თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება, მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად. მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება, ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი