მოგონების ქსელი
იელვებს ძველი ლოცვების გროვა, აპრილის დამლევს მოვიქანცები. იქნება ისევ უცნობი გლოვა და შორეული ნიუანსები. გავყვები ბედის სევდიან რკალებს, გაჩნდება უცებ სიფითრე მწველი. და ფოთოლივით სულში კანკალებს მოგონებების ცისფერი ქსელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი