ისევ დაბნელდა, მიდის დღე სწორედ


ისევ დაბნელდა, მიდის დღე სწორედ,
გარინდებული მოსჩანს საგანი.
არ შემიძლია, ტყვია მესროლე,
ანდა მომეცი მე გასაქანი.

ალბათ სიჩუმე ისევ დადგება
და სიზმარივით გაივლის ქარი.
ღმერთო, ბნელდება! ღმერთო, რა დღეა!
სანატრელია მზიანი დარი.

არ შემიძლია, რაღაც სხვა მინდა,
საშინელ გრიგალს ისევ მე ველი.
სული ნაზია და სული წმინდა,
როგორც ქაღალდი დაუწერელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი