ჩემს წინ აუზის მღვრიე წყალია
ჩემს წინ აუზის მღვრიე წყალია, სადღაც დაცურავს წითელი თევზი. დღეს ჩემი გული ხომ ცოცხალია, მე ახლა გულის ტირილი მესმის. ჰა საღამოა, შორეულ ფიქრის, შავი ლანდები ისევ ქრებიან. სასახლის ბაღში ვზივარ და ირგვლივ მხოლოდ წითელი ყვავილებია. დღეს ჩემი სევდა ელავს მზესავით, დიდი ხანია, რომ ვცხოვრობ ქარში. არც მეგობარი, არც ნათესავი, არავინ არის, სულ მარტო დავრჩი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი