გული მტკივა და ოცნებას მივსდევ


გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.

და გადიან ეს დღეები წმინდა,
დაბერება ხომ მოელის მზესაც.
ახლა წადით, სიმარტოვე მინდა,
ახლა ვუმზერ დამშვიდებულ ზეცას.

ვიცი, მე შენ გამიწიე მტრობა,
მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი.
ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას,
სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი.

გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი