ცრემლი შუაღამის


ჩნდება შორეული ჩემი მოგონება,

ო, ეს მოგონება – გაფრენილი მტრედი.

მე ხანდახან თავი მკვდარი მეგონება

და ეს ქვეყანა მხოლოდ სიზმარეთი.

ცოდვილი პოეტი მუდამ ასე რჩება,

ო, მინდა უარვყო ახლა ყოველივე.

ჩემი თეთრი სული შენთან იტანჯება,

ოთახში სიბნელე დადის ღრუბელივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი