ლოდინი ბედის
ეს შუაღამე მკრთალი დამეცა, როგორც ქორი. არ ჩანს მფარველი თვალი, ირგვლივ გზებია შორი. ზამთრის ვედრება მწარე ჩამქრალ ვარდებთან გმინავს. გარეთ იკივლებს ზარი, ღამე ჩაუვლის მინას. არის ცისფერი თოვლი, თეთრი ლოცვების გაღმა. სული, ფარული თრთოლვით, მისდევს სიზმრების დაღმართს. ისმის ძახილი წვიმის, ბნელი ოთახის ახლო. მივალ, – ვეძლევი ღიმილს, თან სიცოცხლეზე ვნაღვლობ. მღალავს სხეული სუსტი და მძიმე ხსოვნა მამის. შორეულ იღბალს ვუცდი, როგორც უმზეო ამინდს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი