ღამეა, მივსდევ საკუთარ იღბალს
ღამეა, მივსდევ საკუთარ იღბალს, სდუმს ზეცა, ჩუმი და უცნაური. თითქოს კიბეზე ამოდის ვიღაც და მესმის ფეხის ნელი ხმაური. ჩემთვის ერთია გული და ლექსი, გულო! შენ ქარი ყოველთვის გეძებს. ღამეა, რაღაც ჩურჩული მესმის და კაცის ლანდი ედება კედელს. მე ვწუხვარ, ეს დრო გავიდა ტანჯვით, ქარისგან ტოტი ირხევა სადღაც. მე მომელანდა კაცი ჩემს ფანჯრით და ვიღაც კაცი კარებთან დადგა. ეს გულწრფელობა არ ნიშნავს ნიღაბს, ჩემთვის ერთია გული და ლექსი. ვწევარ და თითქოს მეძახის ვიღაც, ვწევარ და კარის კაკუნი მესმის. ღამეა, მივსდევ საკუთარ იღბალს, სდუმს ზეცა, ჩუმი და უცნაური. თითქოს კიბეზე ამოდის ვიღაც და მესმის ფეხის ნელი ხმაური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი