ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ


ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ,
ფიქრი ჩუმია და ასე მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე შორეულზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.

ასევ ღამეა და მთვარე სავსე,
ღამეა ჩუმი და ასე მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე უხილავზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.

და ეს ოცნება გაჰქრება მერე,
ჩემი ოცნება, ყოველთვის მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე სილურჯეზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.

ვიცი მსჯელობენ იქ სადღაც ჩემზე
და მაგონდება ის ქალი მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ დაღუპულ გემზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი