სიზმარი
თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი, თითქოს ვიყავი ბავშვი – უფალი, არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში, მე მივდიოდი თავისუფალი. და ამ დროს უცებ მოვარდა ქარი, და თითქოს განგებ თავს ვიღუპავდი, და შემხვდა ვიღაც უცნობი ქალი, და მე ვიყავი თავისუფალი. თითქოს მესმოდა ყორნის ჩხავილი, წინ იშლებოდა გზები უვალი. ხელში მეკავა თეთრი ყვავილი, და მივდიოდი თავისუფალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი