მომკლეს დღეებმა გაუგონარმა
მომკლეს დღეებმა გაუგონარმა, ახლა აქედან მე ვგრძნობ მსოფლიოს. გული წაიღოს ტყეში ყორანმა, სული გრიგალმა გაიყოლიოს. დღეს ბევრი ფიქრობს საშინელ ბედზე, მოდის სიკვდილი და ეს იციან. არ მინდა ბინა, ლექსებს გარეთ ვწერ, და ჩემთვის ბინა ხომ თბილისია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი