ფიქრები ქაქუსაც მკვლელობის დღეს
კვდება ეს მდელო და ეს ქარია და საქართველო ახლა მკვდარია, დილაზე მდელოს ვუმზერ სპეტაკი და საქართველოს ციდან ვუძახი: მათ საქართველო დღეს გულში დაჭრეს, ახლა ძნელია სულის მიგნება. ირგვლივ ღამეა, არ სჩანს მესია და საშინელი ეს გაციგნება. მაგრამ..! ლაზარე აღსდგება მკვდრეთით, აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული. … მას ვუამბობ, რასაც ვამბობდი: „კმარა!!!“ „მზეო, ამოდი! ამოდი ჩქარა!!!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი