ისევ მაღალ ცას ვეთაყვანები


ისევ მაღალ ცას ვეთაყვანები,
ძვირფასო, ისევ მე შენ მინდოდი.
გადაშლილია ჩემს წინ ყანები,
გადაშლილია ჩემს წინ მინდორი.

შენ გულის კარი ისევ დახურე,
მიწას დაეცა დღე, როგორც ბადე.
წავედი მარტო და ვინახულე
ადგილი, სადაც მე დავიბადე.

ათასი ფიქრი ირევა თავში,
შენი სახელი უკვე ფიცია.
მეთამაშება ჩემი დის ბავში
და ის მეძახის ახლა ბიძიას.

და ქარიშხალი შენ გულს გინთებდა,
ძვირფასო, ერთხელ კიდევ მახსენე.
კარგია ახლა სიკვდილი დებთად,
მერე თბილისში თუ წამასვენეს.

ისევ მაღალ ცას ვეთაყვანები,
ძვირფასო, ისევ მე შენ მინდოდი.
გადაშლილია ჩემს წინ ყანაები,
გადაშლილია ჩემს წინ მინდორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი