დილა მთაზე
მინდა მალე გაზაფხული ვნახო, მე დავიკრეფ ჩემს დაღალულ ხელებს. ისევ ჩნდება სასაფლაო ახლოს, ნელა მიდის გაყინული ღელე. დაო რა ვქნა, მესამე გზას ვეძებ და მაღლიდან მთვარე ტყვიას ისვრის. ასე ვზივარ გარინდული კლდეზე, დგას ჰაერში მოთენთილი ნისლი. შემოგხედავ მე წამებულ სახით, შორს არიან მგლოვიარე დებიც. რა კარგია ეს ობოლი სახლი, რა კარგია ეს მდუმარე მთები. ისევ ჩნდება სასაფლაო ახლოს, ნელა მიდის გაყინული ღელე. მალე მინდა გაზაფხული ვნახო, კვლავ დავიკრეფ გულზე დაღლილ ხელებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი