დღეს იმედები ისევ ქრებიან
დღეს იმედები ისევ ქრებიან, არავინ არის, რომ ხელი მივცე. დავტოვე ქუჩა წინ მინდვრებია, მე უფრო მიყვარს გაშლილი სივრცე. გარს ღრუბელია და ველი წვიმას, დაო, ძვირფასო, შენ ვინ დაგეძებს? რა დაღალული სხეული მიმაქვს, რა დაღალული მივალ ვაკეზე. ის ფერი გაქრა, როგორც ზმანება, შემდეგ მოვიდა რაღაც გვიანი. სინანულია? რა მენანება, დღეს შემოდგომის დღეა მზიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი