შემოდგომის მოლოდინში
ახლა უფრო მდუმარეა ზეცა, ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას? ისევ ციდან ველოდები მერცხალს, მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა. გათენდება ქარიანი კვირა, ბედისწერა დაეტყობა ხელებს. მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად შემოდგომის გაყვითლებულ ველებს. მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს, ღმერთო ჩემო, – ახლა უკვე დროა. მოვა ჩუმი შემოდგომა მალე, შემოდგომას სიხარული მოაქვს. ახლა მეტი მწუხარება არის, ვიღაც ალი სამარესთან გოდებს. და წაიღებს შემოდგომის ქარი უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი