სადღაც და ვიღაც
И вижу берег очарованный И очарованную даль. А. Блок ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი, ეს ცეცხლიანი სურვილიც მოკვდა. სადრაც, შორს, ტყესთან, მატარებელი სადგურს კივილით მიუახლოვდა. სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან და იბურება ქალაქი ნისლით. სადღაც დეპეშას ღებულობს ფოსტა და აპარატის რაკრაკი ისმის. ალაბათ, ქარები დღესაც გვეძებდა, რომ კვდება გული – მსოფლიო ღერძი. იქ, ლაზარეთის საშიშ კედლებთან, სწუხს ავადმყოფი და სიკვდილს ებრძვის. ხშირად მიცქერის უღირსი თვალი, მე შენზე ფიქრი ვე დავამთავრე. სადღაც ზის გემზე მწუხარე ქალი და ზღვიდან უმზერს გადახრილ მთვარეს. მე ვწუხვარ, რომ აქ არავინ არის, მოკლდება რიცხვი ჩემი დღეების. იქ, სადღაც, ტყეში, შრიალებს ქარი და კაცებივით დგანან ხეები. ალბათ, იქ ვიღაც გარდაიცვალა (გავიდა ღამე და ვნება მწველი). ის არ მეყოფა, რაც რომ ვიწვალე და კიდევ სხვაგვარ წამებას ველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი