რა მწუხარეა ეს პოეზია


რა მწუხარეა ეს პოეზია
და ეს მიდამო რა გულსაკლავი.
ქვეყანას უკვე ბინდი ეწვია,
ცაზე აენთო ორი ვარსკვლავი.

ღამდება, მთვარე გვიან ამოვა,
თანაც ღრუბლები ცაზე ირევა.
ზარის ხმა მესმის და საღამოა,
ზარის ხმა სადღაც შორს იძირება.

ახლა ცხოვრებას ვიღებ სრულიად
და ცისფერ ქვეყნის მზერა ვიწამე,
ნელა ღამდება, მზე ჩასულია
და მოქანცული ვწევარ მიწაზე.

რა მწუხარეა ეს პოეზია
და ეს მიდამო რა გულსაკლავი.
ქვეყანას უკვე ბინდი ეწვია,
ცაზე აენთო ორი ვარსკვლავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი