Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_j29ols0913f8a7i661702u2c4t, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ჩემს დებს (მაშოს და ზოზიას) - ტერენტი გრანელი | პოეზია

ჩემს დებს (მაშოს და ზოზიას)


მივყვები ისევ ფიქრების შრიალს,
ძვირფასო დებო! მე ვიტანჯები.
არ ვიცი, რა ვქნა, მე ციხეში ვარ,
ირგვლივ მარტყია რკინის ფანჯრები.

ქარი ეწვია ჩინარს და ნაძვებს
და ქრება დღენი ჩემი ცხოვრების.
არავინ არ მყავს ამ ქვეყანაზე,
მე თქვენ ყოველთვის მემახსოვრებით.

მზე დაემსგავსა გუშინ ობობას
და გული მოკლეს ღამის ჩრდილებმა.
თუ იცით ჩემი ავადმყოფობა?
თუ იცით ჩემი დაპატიმრება?

და წუხელ თვალი ისევ ტიროდა
და ახლა ფიქრი ნელა ირხევა.
ეს ციხე ჩემთვის რა საჭიროა,
როდესაც მიწა ჩემთვის ციხეა.

მივყვები სადღაც ფიქრების შრიალს,
ძვირფასო დებო! მე ვიტანჯები.
არ ვიცი, რა ვქნა, მე ციხეში ვარ,
ირგვლივ მარტყია რკინის ფანჯრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი