კვიპაროსს არხევს ქარი ფერდობთან
კვიპაროსს არხევს ქარი ფერდობთან, და ჩემი სისხლი ნელა ილევა. და წვიმიან დღის უიმედობა, და წვიმიან დღის განწყობილება. იქ სხვა გულია, ეს გული მე მაქვს, და ჩემი სისხლი ნელა ილევა. და წვიმიან დღის მწუხაე თვლემა, და წვიმიან დღის განწყობილება. და გულს დაეტყო გამოცოცხლება, ძვირფასო, სისხლი ნელა ილევა. და წვიმიან დღის ჩუმი ოცნება, და წვიმიან დღის განწყობილება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი