ღამე, მთვარე და ქარი


წამების წამი დადგა,
ნუთუ იღბალი არის.
ერთად მიდიან სადღაც
ღამე, მთვარე და ქარი.

როგორც საღამოს ლოცვა,
დადგება მთაზე ნისლი.
მიყვარს ღამეში, როცა
ფოთლის შრიალი ისმის.

მაშინ ვეძლევი დუმილს,
ქვეყნის გაჩენა მიკვირს.
ისევ ღამეა ჩუმი,
მესმის ტირილი სკრიპკის.

სრულიად არ ვგრძნობ იმედს,
გაქრა ფიქრების გროვა.
მოდის ტალღები მძიმე
და სშინელი დროა.

წამების წამი დადგა,
ნუთუ იღბალი არის.
ერთად მიდიან სადღაც
ღამე, მთვარე და ქარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი