შემოდგომის სურნელება
შემოდგომის სურნელება დადგა, შორეული მოგონებაც ელავს. როიალი ახმაურდა სადღაც და ღამდება პარასკევი ნელა. ახლა ვატყობ, რომ სიცოცხლე არ ღირს. სიკვდილშიაც ხომ არ არის შველა. ასე ნელა გავიარე ბაღი, ასე ნელა ჩამოვშორდი ყველას. ისევ მინდ აშევებრძოლო ქარებს და ვიღაცას უდარდელად ძინავს, ვიყო ასე დარჩენილი გარეთ, ქუჩა იყოს სამუდამო ბინა. ალბათ დილას ჩამოწვება ნისლი, მე ვატარებ ანგელოზის ნიღაბს. სადღაც დიდი ტაშის ცემა ისმის, სხვათაშორის, მწუხარეა ვიღაც. მე მივდივარ და მიცქერის ხალხი, ჩემი სახე გუმბათივით ელავს. ასე ნელა გავიარე ბაღი, ასე ნელა ჩამოვშორდი ყველას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი