მამა


შავი ღამეა, სადღაც მღერიან,

ახლა დუმილი არ შეიძლება

და მამაჩემი ბედნიერია,

და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.

და რაღაც ასო ცაზე სწერია,

ეს მიპასუხეს გულის ნიშნებმა,

და მამაჩემი ბედნიერია,

და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი