სიმარტოვე


იმედი ასე გაქრა,
დავრჩი სრულიად მარტო.
დაო, არ ვიცი რა ვქნა,
დაო, შენ ჩემზე დარდობ.

ისიც გაქრა, ვინც მწამდა,
დავრჩი სრულიად მარტო.
დაო, ვერ ვუძლებ ზამთარს.
ისევ გაზაფხულს ვნატრობ.

და მიღალატა ყველამ,
დავრჩი სრულიად მარტო.
ეს ღამე მიდის ნელა
და მე გაზაფხულს ვნატრობ.

და ვიღუპები აგრე,
დამრჩი სრულიად მარტო.
სხვა იმედები გაქრნენ,
მხოლოდ გაზაფხულს ვნატრობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი