ფერისცვალება
მოვედი ისევ და ვნახე მხარე, ის მხარე, სადაც ვიყავი შარშან. ჩნდება წარსულის შუქი მწუხარე და მოგონება, ასე რომ დარჩა. მოვედი ისევ, დამხვდა იგი ხე, ისევ ის ბაღი, ფარული ერთად. მას შემდეგ მკვდარის ფერი მივიღე, მას შემდეგ სული გადასხვაფერდა. ახლა ჩემი და – ყრუ სიჩუმეა, და ჩემი დედა – ღამეა მხოლოდ. ყოფნა არ მჯერა, ნუთუ ეს მე ვარ, რაა სიცოცხლე ბოლოს და ბოლოს. წმინდაო ღმერთო! ისევ ზარია, ღმერთო! სადა ხარ, მე შენ დაგეძებ. დღეს ჩემი მზერა მგლოვიარეა და ჩემი სული უსპეტაკესი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი