მხოლოდ პოეტის,ჩემი და სხვათა
მხოლოდ პოეტის, ჩემი და სხვათა, დარჩება ლექსი, გულით ნაწერი. და როგორც გემი, დგას ქარიშხალთან და ათას ცხრაას ოცდარვა წელი. ქრიან ქარები და მეც მივლიან, ეს დღე ხსოვნიდან არ იკარგება. ახლა ჩვენ შორის კვლავ დუმილია და ერთმანეთის სწორი გაგება. იყო დრო, როცა შენ ამაყობდი და ახლა დღეა რაღაცნაირი. ისევ მჭირდება მიწის ნაყოფი, მჭირდება ცეცხლი, წყალი, ჰაერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი