ზამთრის ბარელიეფი
საღამო, კანკალი სანთლის, ირგვლივ დაწოლილი ნისლი. ფარული წამების ლანდი, პოეტის ცრემლი და სისხლი. არ არის ტირილის გარდა სულისთვის ნუგეში სრული. შეირხა სიმწარის ფარდა და ტყეში გაფრინდა გული. გაიხსნა ვედრების რკალი, (ზამთარი სიცოცხლეს მართმევს). ქალაქის ფერმკრთალი ქალი სარკესთან შეკრთება სადმე. დავტოვე სურვილი ბევრი, (ქარია და ზარი კივის). ციმციმებს სიკვდილის ფერი, დაეშვა დღეები ცივი. საღამო, კანკალი სანთლის, ირგვლივ დაწოლილი ნისლი. ფარული წამების ლანდი, პოეტის ცრემლი და სისხლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი