რა ვქნა, დავდივარ ,ასე დამწვარი


რა ვქნა, დავდივარ, ასე დამწვარი,
ეს მიზანია ხომ დასახული.
როგორც იქნება, გავა ზამთარი
და მალე მოვა დღე გაზაფხულის.

მესმის, ვიღაცა უკრავს გიტარას
და მეორდება, რაც იყო დღემდე.
და შუადღეზე გამოიდარა
ამდენი წვიმის და ქარის შემდეგ.

ხომ ეკარგება აზრი ნიღაბსაც,
თუ მან გრიგალი გადაიტანა.
ჩემს დაღუპვაზე ფიქრობს ვიღაცა,
ჩემს დაღუპვაზე ტირის გიტარაც.

მე ასე მოვკვდე, გული დაობლდეს,
(დღესაც ფიქრები ნელა მიდიან).
ყრუ საღამოა, საბურთალოზე
ახლა სიჩუმე და სიმშვიდეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი