ზამთრის არია


კვდება ხელები ცივი,
(დღესაც თბილისის ტყვე ვარ).
იქ ორთქლმავალი კივის
და ღრუბლიანი დღეა.

გზაში მივდივარ კვნესით
(ათოვლილია მთები).
შორიდან ოდნავ მესმის
მწველი მუსიკის ხმები.

მივალ და ისევ მცივა,
გულს ენატრება ტყვია.
და სიზმარივით მივალ,
და ნაწვიმარი დღეა.

ქვეყნის გლოვა და წყევლა,
ჩემს იღბალს უკვე მიწვდა.
თითქოს კუბოში ვწევარ,
თითქოს მაყრიან მიწას.

ხვალაც იქნება წვიმა,
რა საშინელი თვეა.
უიმედობა მიმაქვს
და ღრუბლიანი დღეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი