ისევ ელვარებს დარდები...
ისევ ელვარებს დარდები გულში და ზამთარია და ასე ცივა. მე გამოვედი ციხიდან გუშინ და ახლა ისევ საყდარში ვზივარ. ისევ ელვარებს დარდები გულში, თან უფსკრულია, თან ასე მსურს მე. მე გამოვედი ციხიდან გუშინ და ახლა ისევ გალობას ვუსმენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი