სიშორე (გობრონ აგარელს)
საღამო სთვლემდა მწუხარების ლურჯი რკალებით. და მეც ვწუხდი სიშორეს. დავბინავდით. იქ ჩვენთან, თოვლში, სტიროდნენ ქალებიც. და როგორც მაშინ, მე ახლაც ვიგრძენი სიახლოვე მძინარე შველის. გლოვა დარჩა თამაში. და მე ნათლად ვგრძნობ, რომ სიკვდილი მიშველის, ო, სიკვდილი მიშველის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი