სურათის წინ (ირა რადოვსკაიას)
ახლა მარტო ვარ, არავინ არ მყავს, ახლა ეზოში უკრავენ არღანს. არ ვეძებ ყოფნას, არ ვეძებ რითმას, და მინდა გული წაიღოს ჩიტმა. ალბათ დამეძებს ბოროტი ხელი, და თხუთმეტ წუთში მეგობარს ველი. ეს თვალი ისევ ცრემლებში სცურავს, ვგრძნობ ბეთხოვენის მრისხანე სურათს. ახლა მარტო ვარ, არავინ არ მყავს, ახლა ეზოში უკრავენ არღანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი