ქარში დაკარგვა ისევ...


ქარში დაკარგვა ისევ მწყურია,
ეს ღამე რაღაც უცნაურია.

ცის მდუმარება იგრძნეს ქუჩებმა,
აქ ბრწყინავს სევდა, იქ – სილურჯეა.

მოქალაქენი ნელა მიდიან,
ირგვლივ დუმილი და სიმშვიდეა.

მთვარე წავიდა, ღამე შავია,
აქ ვარ მიწაზე, იქ – ვარსკვლავია.

ჩემთვის პოეტი მხოლოდ გულია,
სადღაც სიბნელე და უფსკრულია.

ვწევარ, ქუჩებში სხვები დადიან
და როგორც ლექსი, ცა – მარადია.

ქარში დაკარგვა ისევ მწყურია,
ეს ღამე რაღაც უცნაურია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი