რა ვქნა,რაღაცას ...


რა ვქნა, რაღაცას ვეძებ,
უკვე დავტოვე ბინა.
ალბათ ამნაირ ველზე,
იდუმალ ძალას ძინავს.

ისევ ტკივილი ვიგრძენ,
დღეა ასეთი მწველი.
ელავს უსაზღვრო სივრცე,
მოსჩანს მდუმარე ველი.

მზეა და უფრო მეტად,
მზეში ელვარებს ის დრო.
თან სიზმარივით ვხედავ
თვალწინ გადაშლილ მინდორს.

ეხლა მეტია დარდი,
გაისმის ყეფა ძაღლის.
იქ მიყრუებულ ადგილს
დგას ორიოდე სახლი.

რა ვქნა, რაღაცას ვეძებ,
უკვე დავტოვე ბინა.
ალბათ ამნაირ ველზე,
იდუმალ ძალას ძინავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი