ჰა,საღამოა, შუქი ...


ჰა, საღამოა, შუქი ინთება,
საღამო ისევ მიწას მოება.
ძვირფასო, თითქოს ეს გარინდება
ნიშნავს გრიგალის მოახლოებას.

გული წაიღეს ცივმა ქარებმა,
რა ვქნა, როდესაც მებრძვის დროება.
ძვირფასო, თითქოს ეს მწუხარება
ნიშნავს წამების მოახლოებას.

ნოემბერია, სულში მოთოვა,
საღამო ისევ მიწას მოება.
ძვირფასო, თითქოს ეს შემოდგომა
ნიშნავს სიკვდილის მოახლოებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი