სოფელი მოგონებებში


მე შენ გეძებდი და შენ არ სჩანდი,
ძვირფასო, ბედმა რა მოგვიტანა.
სადღაც სოფელში ახლა მზე ჩადის
და ვიღაც ქალი უკრავს გიტარას.

იყო შეცდომა და ვერ ვატყობდი,
ძვირფასო, ეს დღე ისევ სულს ღაფავს.
სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი
და ვიღაც გლახა საუბრობს ზღაპარს.

ახლა სიგიჟე გრძნობის ბრალია,
ახლა მე შენგან შორს ვიმყოფები.
სოფელში მაინც სხვა შრიალია,
დაიწყო თოვა ყვითელ ფოთლების.

მაშინ შეცდომას მე ვერ ვატყობდი,
ძვირფასო, ბედმა რა მოგვიტანა.
სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი
და ვიღაც ქალი უკრავს გიტარას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი