ვიცი ქარიშხალს ვერ...
ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი, ვიცი, დავრჩები ბოლომდე ბავშვი. დაღამებისას ოთახს ვეწვევი, როს გათენდება, მივდივარ ბაღში. ქრის წამი, შავი და უცნაური, გულში წევს დარდი, გულში ლექსია. მიწყნარდა ქუჩა და დღის ხმაური და ქალაქს ბინდი შემოესია. სადღაც საფლავის ვარდი აყვავდა, სადღაც გულები სიკვდილს ელიან. ახლა ღამეა, უკვე დაღამდა და ღამე უფრო საყვარელია. ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი, ვიცი, დავრჩები ბოლომდე ბავშვი. დაღამებისას ოთახს ვეწვევი, როს გათენდება, მივდივარ ბაღში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი