ისევ მოვედი


ისევ მოვედი, ჰავა გრილია,
თოვლი აქა-იქ დარჩენილია.

თოვლი თეთრია და მიწა შავი,
აგერ ჩიტია, აგერ ზის ყვავი.

და კოჯრისაკენ მიდის ეს შარა,
დაო, მიშველე და მოდი ჩქარა!

თოვლიანია ბაღი ისევე
და კვიპაროსი თითქოს ისვენებს.

ისევ მზე არის, ისევ წყალია,
ისევ თორმეტი თებერვალია.

და მაღლა მთისკენ მიდის ეს შარა.
დაო, მიშველე, და მოდი ჩქარა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი